ავტორის კონფიდენციალურობის ნაწილი

კონფიდენციალურობის ეს საკითხი ეხება პერსონის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მონაცემებს) რომელსაც ( "ჩვენ" ან "ნეთიქლი") ვაგროვებთ და ვამუშავებთ ონლაინ კონტენტის ავტორების შესახებ ( "ავტორი" ან "თქვენ" ან "თქვენს") იმ სერვისების მისაწოდებლად, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ყველა. ვინც ინფრომაციას გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებსაიტებზე, განხილულია როგორც ავტორი.

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენი ორგანიზაცია Neticle Labs Kft. დაარსდა უნგრეთში . მისამართია: უნგრეთი; ბუდაპეშტი 1082; ლეონარდო და ვინჩის ქ.41

ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვიყენებთ საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში და მათზე წვდომა დაშვებულია თავად ავტორების მიერ. ჩვენ ვიყენებ მაძიებლებს , რომელიც შესაბამისი პლატფორმის და ვებსაიტის კონფიდენციალურობის პარამეტრების მიხედვით მოიპოვებს და აგროვებს საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ასევე გვაქვს ხელშეკრულება მესამე მხარესთან, რათა გქვონდეს წვდომა მათ მონაცე,მებზე. ეს ინფორმაცია ინახება ჩვენს მონაცემთა ბაზებში.

როგორც ავტორი, თქვენ წარმოადგენთ ინფორმაციის წყაროს. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მონაცემების, იმ პლატფორმის და ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტკის და პარამეტრების მიხედვით, სადაც მას აქვეყნებთ. ასევე, რა უფლებებიც არ უნდა გქონდეთ კონკრეტული პლატფორმის მიმართ, ასევე გაქვთ გარკვეული უფლება იმ მონაცემებზე, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, როგორც ეს განსაზღვრულია კონფიდენციალურობის ნაწილში.

მთელი ის ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ წვდომა გვაქვს საჯაროდ ხელმისაწვდომია. ნედლი, დაუმუშავებელი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავქვს თქვენს შესახებ ხელმისაწვდომია ყველასთვის ინტერნეტ სივრცეში. ინფორმაციის ნაწილი არის პერსონალური, მაგალითად თქვენი სახელი ან მომხმარებლის სახელი, რომელსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე იყენებთ. . ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა არ ყოს პერსონალური (მაგალითად: ანონიმური კომენტარი)

ჩვენ ვთავაზობთ შეგროვებული მონაცემების ანალიზს ( ჩვენი სერვისია) მესამე მხარეს, ზოგჯერ კი წვდომას ნედლ, დაუმუშავებელ ინფორმაციაზე, რომელიც შესაძ;ლოა საინტერესო იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის. მონაცემები საინტერესოდ მიჩნეული მაშინ, თუ ის შეიცავს გამოხმაურებას მომხმარბელის ბრენდის , პროდუქტის ან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ.

რას ვაგროვებთ?

შეგროვებული მონაცემების შინაარსი დამოკიდებულია წყაროზე , საიდანაც მას ვიღებთ (პლატფორმასა თუ ვებსაიტზე). ეს მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

  • თქვენი სახელი, მომხმარებლის სახელი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მექანიზმი
  • კონტენტი, რომელიც გამოქვეყნებულია ამ სახელით ან მომხმარებლის სახელით , მაგალითად: კომენტარები, გამოხატვები, მოსაზრებები თუ პოსტები.
  • ბმული, რომელიც მიუთითებს ამ მონაცემებზე ( მაგალითად თქვენი ტვიტ პოსტის ბმული)
  • ყველა სხვა მონაცემი , რომლსაც გამოაქვეყნებთ ნებისმიერ ინტერნეტ პლატფორმაზე ან მოგვეწოდება მესამე მხრიდან, რომლისგანაც ვიღებთ მონაცემებს.

ზოგჯერ, შესაძლოა მოვახდინოთ თვქენთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი. მაგალითად, ვივარაუდოთ თქვენი სქესი , თქვენსავე სახელზე დაყრდნობით

ასევე, შესაძლოა მოვახდინოთ თქვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზი და მივაწოდოთ იგი ჩვენს მომხარებლებს, როგორც სერვისი. მაგალითად, თუ ფეისბუქზე გამოაქვეყნებთ პოსტს, სადაც წერთ რომ არ მოგწონთ კონკრეტული ბრენდის კონკრეტული პროდუქტი, ჩვენ თქვენ კომენტარს მოვნიშნავთ როგორც უარყოფითად განწყობილს ამ ბრენდისადმი.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

ნეთქლის ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს მომმხარებლები უზრუნველყოს ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც ისინი შეიტყობენ იმ ონლაინ კონტენტის შესახებ, რომელიც მათი პროდუქტის თუ ბრენდის შესახებ ფიქსირდება და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლებენ უფრო ზუსტი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი სერვისის საშუალებით, მათ შეუძლიათ მეტი შეიტყონ საკუთარი ბრენდის, კონკურენტების და სხვა ასპექტების შესახებ. ჩვენს მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება ჩვენსავე ინტერესშია

თქვენს შესახებ მონაცე,ების შეგროვება ხდება ავტომატურად. ალგორითმი ანალიზს უკეთებს თქვენს მიერ გამოქვეყნებლ ინფორმაციას, დამუშავების პროცესში ჩვენ არ ვერევით. ის, თუ რააში გამოიყენებენ ამ ინფორმაციას, ჩვენი მომხმარებლების გადასწყვეტია.

ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ მონაცემები ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად

ნეთიქლის მთავარი მიზანია მომხარებლებს მიაწოდოს მონაცემთა გადამუშავების გზით მიღებული სასარგებლო ინფორმაცია.

თქვენი ინფორმაცის გაზიარება

ასევე, თქვენი ინფორმაციის ჩვენს მომმხარებელთან გაზიარების მიზნით, ის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომპანიის ჯგუფის წევრებისთვის (შვილობილი, მფლობელი კომპანიები)

თქვენი მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ მესამე მხარეს, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებს, მომმარაგებლებს, სუბ-კონტაქტორებს

შესაძლოა თვქენი მონაცემები გავუზიაროთ მესამე მხარეს. მაგალითად, ბიზნეს პროდუქტის ყიდვის ან გაყიდვის დროს, პოტენციურ მყიდველსა თუ გამყიდველს.

თუ მესამე მხარე დაამუშავებს თქვენს მონაცამებეს, ჩვენ დარწმუნებულნი ვიქნებით რომ მონაცემები შესაბამისადაა დაცული

სიზუსტე და შენახვის ციკლი

თქვენს შეახებ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემების უმეტესობა მოდის უშუალოდ თქვენგან. თუ ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, გირჩევთ შეასწოროთ იგი პორტალზე სადაც გამოაქვეყნეთ. მონაცემების ანალიზისას, ჩვენი მიზანია დარწმუნებული ვიყოთ მომაცამების სისწორესა და სიზუსტეში.

ჩვენ მოვიძიებთ თქვენს შესახებ მონაცემებს, მანამ, სანამ იგი საჭირო იქნება სრულყოფილი სერვისის მოსაწოდებლად. თუ სურვილი გექნებათ, რომ ეს ინფორმაცია წავშალოთ, ან წაშლით ორიგინალი პლატფორმიდან, მას ჩვენც წავშლით.

შენახვა, უსაფრთხოება და თქვენი უფლებები

შესაძლოა, თქვენი ინფორმაცია გავიტანოთ სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ ექნება კონფიდენციალურობის დაცვის იგივე პოლიტიკა რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს.

სერვერები სადაც ინახება თვქენი მონაცემები, სრულად აღჭურვილი და მხარდაჭერილია შესაბამისი ადმინისტრაციული, ფიზიკური და ტექნიკური კონტროლის მექანიზმებით. მათ შორის ინდუსტრიული დაკრიპტვის (დაშიფვრის) მექანიზმით.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ კანონიერი უფლება თქვენს მონაცემებზე, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით:

  • მოითხოვეთ წვდომა ჩვენს ხელთ არსებულ თქვენს მონაცემებზე, მოითხოვეთ მათი განახლება. შესწორება, წაშლა ან დაბლოკვა
  • მოითხოვეთ , რომ უარი ვთქვათ ამ მონაცემების შემდგომ გამოყენებაზე

To exercise any rights listed above, please email us at [email protected] or write to us at the address listed at the top of this document.

მესამე მხარე და კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის ეს ნაწილი ეხება მონაცემთა შეგროვებს , დამუშავების და გამოყენების პროცესს (მათ შორის თქვენი ინფორმაციის გაზიარების) პროცესს. ჩვენს ბიზნეს პარტიონერბს და სხვა მხარეებს , რომელთაც ხელი მიუწვდებათ თქვენს მონაცემებზე, შეუძლიათ სხვაგვარად გამოიყენონ იგი, მათი კონფიდენციალურობის პოლიტკის და კანონმდებლობის შესაბამისად. გირჩევთ კარგად გაეცნოთ კონფიდენციალურობის საკითხებს ნებისმერ პლატფორმაზე სადაც ინფორმაციას აქვეყნებთ

საკონტაქტო მომხმარებლებს მონაცემების დამუშავება და დაცვა

კონფიდენციალურობის ეს ნაწილი ეხება პერსონალური ინფორმაციის მფლობელს ("მომხმარებელს") რომელიც დაფიქსირდა ნებისმიერ პლატფორმაზე რომელიც ეკუთვნის ნეთიქლს ( ჩვენ). ნეთიქსლი ინახავს კონკრეტული მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას მარკეტინგული მიზნით გამოყენებისთვის. ამ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მას გასცემს თავისი ნება-სურვილით. დამუშავების პროცესი კონტროლდება და შეესაბამება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის სტანდარტებს.

ახალი ამბები

სიახლეების გამოწერის შემთხვევაში, პერსონალურ ინფორმაციას მოიაზრება შემდეგი:

  • სახელი
  • ელ. ფოსტა

ნეთიქლი იყენებს MailerLite სიახლეების სისტემას, რომელიც დამატებით ინახავს მომხმარებლის IP მისამართს, დარეგისტრირების დროს და ვებსაიტის ბმულს, რომლის გავლითაც მომხმარებელი გადავიდა გვერდზე რომელზეც დარეგისტრირდა

თუ მომხმარებელი გადაწყვეტს, სიახლეების გამოწერის გაუქმებას მას ამის შესაძლებლობა ეძლევა, შესაბამისი ღილაკი განთავსებულია ყოველი შეტყობინების ბოლოს

სოციალური მედიის საიტები

თუ მომხმარებელი გამოწერას შეასრულებს პირდაპირი მარკეტინგის არხით, სოციალურ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით, მომხარებელი ეთანხმება ნეთიქლის პირობას შეინახოს მისი პერსონალური ინფორმაცია და გაუგზავნოს მას პრომო გზავნილები, სანამ მომხარებელი თავად არ გააუქმებს გამოწერას.

პერსონალურ ინფორმაციად მოისაზრება შემდეგი:

  • სახელი
  • ელ. ფოსტა

ასევე, ჩვენ ვინახავთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სამსახურეობრივი პოზიცია
  • კომპანიის დასახელება
  • საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა)

ჰაბსპოტი

ზოგიერთ შემთხვევაში პერსონალურ ინფორმაციას ვტვირთავთ ჰაბსპოტის სისტემაში, რათა მომხარებელს ელ/ ფოსტით მივაწოდოთ შეთავაზებები. ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ მომხარებელი საკუთარ ინფორმაციას მიუთითებს ნეთიქლის საცდელი ვერსიის მოთხოვნისას. ზოგიერთ შემთხვავაში ნეთიქლის თანამშრომლებმა შესაძლოა მომხმარებელს გაუგზავნონ ელ. შეტყობინება, მაშინაც თუ მას არ მოუთხოვია საცდელი ვერსია, თუმცა მათი ელ. ფოსტის მისამართი საჯაროდ ხელმისავდომია სხვადახვა ინტერნეტ პლატფორმაზე და ის ავტორმა გაასაჯაროვა მასთან დაკავშირების მიზნით.

ამ შემთხვავში პერსონალურ ინფორმაციად მოიაზრება შემდეგი:

  • სახელი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ. ფოსტა

თუ შემდგომში კონტრაქტი გაფორმდება მომხმარებელსა და ნეთიქლს შორის . კონტრაქტში დაფიქსირებული იქნება საკონტაქტო პირის პერსონალური მონაცემები ( სახელი; ელ.ფოსტა; ტელეფონის ნომერი). ნეთიქლს შეეძლება ამ ინფორმაციის გამოყენება , საკონტაქტო პირის თანხმობით.

მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის და მას არ ვუზიარებთ მესამე მხარეს. სერვერები, სადაც ინფორმაციას ვინახავთ გამართულია და მხარდაჭერილია ადმინისტრაციული, ფიზიკური და ტექნიკური მხრით. მონაცემები სრულადაა დაცული, მათ შორის დაშიფვრი (დაკრიპტვის) გზით. თუ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ასევე ინახება სხვა სხვა პლატფორმის სერვერზე , თქვენი ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება მათი პასუხისმგებლობაა.

Neticle Labs

დაგვიკავშირდით!

Address:
1082 Budapest, Leonardo da Vinci str. 41. (2. em. 14.)

Registered seat:
1213 Budapest, Vető str. 10.

Photo of Péter Szekeres
Péter Szekeres

Co-founder & CEO
[email protected]
+36 70 701 6488

Photo of Tamás Tóth
Marcell Tamás Tóth

Media Analysis Consultant
[email protected]
+36 30 779 4626

Photo of Bernadett Kiss
Bernadett Kiss

Head of Marketing
[email protected]
+36 30 352 6707